"ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია"

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილია მასშტაბური, ყოველწლიური ღონისძიება

  "როგორც თქვენთვის ცნობილია 2023 წლის 19-20 მაისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილია მასშტაბური, ყოველწლიური ღონისძიება - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“, რომლის მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და ევროპული ფასეულობების შესახებ პედაგოგების ცნობიერების ამაღლება და კომპეტენციის გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“.

2023 წელს ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 60 პედაგოგი (20 თბილისიდან, 40 რეგიონიდან)".
აბა, როგორ არ გადავუხადო მადლობა ჩემი კანდიდატურის შერჩევისთვის, როცა ასეთი 2 არაჩვეულებრივი დღე მელის წინ.
🎉 პროექტის - „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა!
🔷 20 მაისს, „ევროპის დღეები 2023“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სემინარი: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გაიმართა.
🔷 პროექტში რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 60 მასწავლებელი მონაწილეობდა.
✅ სემინარის მეორე დღის მომხსენებლები იყვნენ: განათლების ციფრული სახლისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის მენეჯერი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ნატალია ინგოროყვა და დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების (eTwinning) გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ხატია მატკავა.
✅ მოწვეულმა ექსპერტებმა საგანმანათლებლო პროცესში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების როლზე, მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვისა და ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან დამეგობრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
🔷 ლექციების დასრულების შემდეგ, პედაგოგებმა ინსტრუქტორებთან ერთად ის თემები დაამუშავეს, რომლებზეც საპროექტო იდეები და პრეზენტაციები შეიმუშავეს და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს.
🔷 ჯგუფების ინსტრუქტორები იყვნენ: დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების (eTwinning) გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის კონსულტანტი სოფო ხვედელიძე, ციფრული განათლების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ხათუნა ციხელაშვილი, გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ბლიაძე და სამოქალაქო განათლების ექსპერტ-კონსულტანტი ნინო გვარამაძე.
✅ პედაგოგებმა იმუშავეს თემებზე: „ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა“, „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა“, „კლიმატის ცვლილება - მითი თუ რეალობა“ და „დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტები“.
🤝 პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.
🎯 პროექტის მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებსა და ევროპული ფასეულობების შესახებ პედაგოგების ცნობიერების ამაღლება და კომპეტენციის გაზრდა. შემდეგ ეტაპზე ბენეფიციარები წლის მანძილზე დამოუკიდებლად განახორციელებენ პროექტებს საჯარო სკოლებში არაფორმალური განათლების მიმართულებით.
🔷აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროექტი უკვე მერვედ ხორციელდება. 2014 წლიდან დღემდე, ჯამში, 750-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა, 400-ზე მეტი პროექტი განხორციელდა და გამარჯვებული პროექტების 50 ავტორი (პედაგოგი) ლატვიასა და ესტონეთს სასწავლო ვიზიტით ეწვია.








































Комментариев нет:

Отправить комментарий