2022 წლის 4 დეკემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 205-ე წლისთავისადმი მიღვნილი ღია კარის დღის „ვეტრფი მე ცისა ფერს“ ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამა „აივნებიანი ქალაქი“ და აქტივობა „ვეტრფი მე ცისა ფერს“.
4.12.2022 მე და ჩემი მე-7ბ კლასი ვესტუმრეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს.
ვიმოგზაურეთ მე-19 საუკუნეში, "აივნებიან ქალაქში". ვიხილეთ ციფრული, განახლებული, ახალი სტანდერტით მოწყობილი ბარათაშვილისეული სამყარო. ვითამაშეთ და გავერთეთ იმ თამაშით (ვიფლირტავეთ), რითიც ერთობოდნენ მაშინ. ვიხალისეთ, ვისიამოვნეთ, ბევრი გავიხსენეთ, ბევრიც გავიგეთ.
#თბილისისმუზეუმებისგაერთიანება
#ბარათაშვილი
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17









































Комментариев нет:
Отправить комментарий